გეგმა

ცხოველთა კლასიფიკაცია

გაკვეთილის მთავარი თემა


რა ძირითად  პრინციპს ეფუძნება ცხოველების კლასიფიკაცია?

სწავლების საფეხური


დაწყებითი საფეხური, მე-5 კლასი

მოსწავლეთა პროფილი


კლასში არის 16 მოსწავლე , არ არის  სსსმ მოსწავლე


გაკვეთილის მნიშვნელობა/აქტუალურობა

ცხოველების მრავალფეროვნაბა მათთვის ცნობილია, მაგრამ არ იციან რა პრინციპით ხდება  მათი დაჯგუფება,  იციან ცოცხალი ორგანიზმების ზოგადი ნიშნები და  მცენარეთა    კლასიფიკაციის პრინციპები ახლა კი გაეცნობიან ცხოველების არსებულ ჯგუფებს.
გაკვეთილის მიზნები და შედეგები
ბუნ.V.2.მოსწავლეს შეუძლია ხერხემლიანი ცხოველების ძირითადი  ორგანოების მათ ფუნქციებთან დაკავშირება.
 შედეგი თვალსაჩინოა, თუ მოსწავლე:
·      სვამს კითხვებს, იკვლევს და აანალიზებს, თუ რა მთავარი ნიშნით განსხვავდებიან ხერხემლიანები სხვა ცხოველებისაგან;
·      იყენებს გამოსახულებიან ბარათებს და ხერხემლიანთა ძირითად შინაგან ორგანოებს  განალაგებს  მათი ურთიერთმიმართების მიხედვით;
ის ტექნ. V.5  მოსწავლეს შეუძლია სხვადასხვა სახის ციფრული საშუალების  შერჩევა და გამოყენება ინფორმაციის მოძიებისას და კვლევის პროცესში.

მოსწავლეებს განუვითარდებათ  შემდეგი უნარ-ჩვევები:  დაკვირვება, ანალიზის, დასკვნის გამოტანის, აღწერის, მსჯელობის.
მოსწავლეები შეძლებენ : ცხოველების დაჯგუფებას კლასიფიკაციის მიხედვით.


წინასწარი ცოდნა
მოსწავლეებმა იციან სიცოცხლის ძირითადი ნიშნები და უკვე შესწავლილი აქვთ მცენარეთა კლასიფიკაცია, მისი  ძირითადი პრინციპები
შეფასების საგანი და პროცედურები
მოსწავლეები შეფასდებიან წინასწარ შემუშავებული  შეფასების რუბრიკებით: საკლასო აქტივობაში, გამოვიყენებ  როგორც განმსაზღვრელი ისე განმავითარებელი  შეფასებას
სასწავლო მასალა და ტექნიკური რესურსები

სახელმძღანელო:   ბუნება   მე-5კლასი, ავტ. მ.  ბლიაძე, რ. ახვლედიანი, დ. კერესელიძე   
სურათები,  კომპიუტერი და პროექტორი,
გაკვეთილის მსვლელობა
1.      პროვოცირება   (5 წთ.)    გონებრივი იერიში
ცხოველების რომელი ორგანოები იცით  და რა ფუნქციას ასრულებენ  ისინი?
2.      მინი ლექცია-პრეზენტაციის საშუალებით (5-7წთ.)
3.      ფრონტალური გამოკითხვა, წინარე ცოდნის გააქტიურება (5-7წთ.)
რა არის სიცოცხლის ძირითადი ნიშნები?
ჩამოთვალეთ მცენარეთა ძირითადი ჯგუფები?
რომელი მცენარეებია  ყვავილოვანი და რომელი წიწვოვანი?
რომელი მცენარეები მრავლდებიან სპორებით?
რა ძირითადი ნაწილებისაგან არის აგებული მცენარეები და რა ფუნქცია აქვს თვითვეულს?
 რა საერთო აქვთ მცენარეებსა და ცხოველებს?


4.      მუშაობა წყვილებში (10წთ.)
მოახდინონ  მოცემული სურათების მიხედვით ცხოველების დაჯგუფება  მითითებული პრინციპით.
5.      შეფასება (3წთ.)
6.      საშინაო დავალება  (2წთ)

თვითშეფასება


კრიტერიუმები /ქულები
1
2
3
1
გაკვეთილის მიზანი გასაგებიკონკრეტული და რეალისტური იყო
2
გამოყენებული მეთოდები და აქტივობები ემსახურებოდა მიზნის მიღწევას
3
გაკვეთილის მსვლელობისას  სწორად გადავანაწილე დრო
4
გამოყენებული რესურსები იწვევდა მოსწავლეთა მოტივაციას და აქტიურ ჩართვას საგაკვეთილო პროცესში
5
მოსწავლეთა ორგანიზების ფორმა ხელს უწყობდა მიზნის მიღწევას
6
გათვალისწინებული იყო მოსწავლეთა ინტერესები და შესაძლებობები
7
ვაძლევდი მოსწავლეებს განსაზღვრულ დროს კითხვებზე პასუხისგასაცემად
8
მივეცი საშუალება მოსწავლეებს გამოეთქვათ საკუთარი მოსაზრებები
9
ვიყენებდი აქტიური მოსმენის ტექნიკას
10
ჩემი საუბარი არ აჭარბებდა მოსწავლეთა საუბარს
11
ვიჩენდი ყველა მოსწავლისადმი თანაბარ ყურადღებას
12
შეფასების შედეგად მიღებული შედეგები შეესაბამებოდა მიზანს

Comments